21 სექტემბერი 2024,   15:09
ვრცლად
კლარენს ზეედორფი საქართველოს ნაკრებზე: ნაკრები ძალიან კონკურენტუნარიანია და აქვთ იმის ძალა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიონ

"გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი დონე აჩვენა, ნაკრები ძალიან კონკურენტუნარიანია და აქვთ იმის ძალა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიონ," - ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფიმ საქართველოს ეროვნული ნაკრები.

კომენტარი ზეედორფიმ "ლეგენდების მატჩის" დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, მადლობელი ვარ ასეთი მომენტებისთვის, სადაც ფეხბურთის თამაშთან ერთად ერთმანეთის ნახვა და ძველი დროის გახსენება შეგვიძლია. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება - გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი დონე აჩვენა, ნაკრები ძალიან კონკურენტუნარიანია და აქვთ იმის ძალა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიონ.

კახი კალაძის მიღწევები მოედანზე და მის მიღმა ძალიან მახარებს. რაც შეეხება მას, როგორც მოთამაშეს - ის ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა და არ გვიწევდა ნერვიულობა, თუ რა ხდებოდა დაცვაში," - განაცხადა კლარენს ზეედორფიმ.

დღეს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები