16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"ვილი სანიოლის ხელი ეტყობა მთლიანად ჩვენს ნაკრებს, რადგან კარგი მწვრთნელის გარეშე, ფეხბურთელები ინდივიდუალურად წარმატებას ვერ მიღწევენ" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი მის მწვრთნელს, ვილი სანიოლს ეკუთვნის.

მისივე თქმით, თავად ფეხბურთელების უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა, რაც იძლევა იმის დიდ იმედს, რომ მათი პროგრესი შემდეგი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

"[ჩვენი ნაკრების წარმატებას] საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. პირველ რიგში, ესენი არიან ეს ბიჭები, რომლებსაც მოაქვთ გამარჯვება, წარმატება. ვილი სანიოლს გამოვყოფდი, რადგან კარგი მწვრთნელის გარეშე ფეხბურთელები ინდივიდუალურად წარმატებას ვერ მიღწევენ. ვხედავთ, რომ თანდათანობით პროგრესირებს გუნდი სწორედ იმ მითითებების მიხედვით, რომელსაც ბიჭებს აძლევს ვილი სანიოლი და თანდათანობით ეტყობა ვილი სანიოლის ხელი მთლიანად ჩვენს ნაკრებს.

ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი წარმატება და პროგრესი თანმიმდევრულია - ბიჭებიც იზრდებიან. ძალიან ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით, შუახაზის და თავდასხმის ფეხბურთელები, და ისინი შედიან საუკეთესო ასაკში, რაც გვაძლევს დიდ იმედს, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგი წლების განმავლობაში და ვილი სანიოლის ხელის კიდევ უფრო მეტად დაეტყობა ჩვენს გუნდს. გუნდი არის შეკრული და მიყვება სწორად, დისციპლინურად იმ მითითებებს, რასაც ბიჭები იღებენ მწვრთნელისგან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე|: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები