საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ქართული ფეხბურთის ახალი ისტორიის ადასწყისად შეიძლება ჩაიითვალოს.
"ლიმფილდი" [1993 წლის 18 აგვისტოს მატჩი, როდესაც თბილისის "დინამომ" ბელფასტის "ლინფილდი" დაამარცხა] იყო ისტორიის დასაწყისი, ხოლო ევროპის ჩემპიონატი, იყო ჩვენი ნაკრების ისტორიის ახალი ფაზის დასაწყისი, ამიტომ ეს პარალელი აბსოლუტურად ლოგიკურია. იმდენად ემოციურია ის დღეები - ათი ათასობით ქართველი იყო ჩასული გერმანიაში, წარმატება გვქონდა ძალიან დიდი. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება ითქვას ბიჭების მიმართ, მთლიანად გუნდის მიმართ და ყველას მიმართ, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.
ეს იყო ახალი ისტორიის დასაწყისი, ახალი ფურცელი გადაიშალა, ძალიან წარმატებული ფურცელი ჩვენი ფეხბურთისა და ნაკრების ისტორიაში და ნამდვილად შედარებადია 90-იანი წლების ემოციები იმ ემოციებთან, რაც გვქონდა ჩვენ ამ ევროპის ჩემპიონატზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2