22 სექტემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტდარბაზში კალათბურთის 14 წლამდელთა გუნდის ვარჯიშს დაესწრო

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დელეგატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ირაკლი ქადაგიშვილი, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტდარბაზში კალათბურთის 14 წლამდელთა გუნდის ვარჯიშს დაესწრო.

გუნდი ლატვიის ქალაქ ტალსიში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა, სადაც თელავის გუნდმა 6 თამაშიდან 5 გამარჯვებით დაასრულა.

თელავის კალათბურთელთა გუნდები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიით არის დაკომპლექტებული, მოზრდილი ასაკის მოთამაშეთა გუნდი A ლიგაში ასპარეზობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების მზარდ დაინტერესებას სპორტული ცხოვრების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

დღის ამბები