22 დეკემბერი 2024,   20:30
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება - ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გენერალურ დებატებზე, მსოფლიო ლიდერებს ხვალ მიმართავს

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე მიიღო მონაწილეობა "მომავლის სამიტში," რომელიც გერმანიის კანცლერისა და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით გაიმართა.

ირაკლი კობახიძე, ასევე, დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ვიზიტის პირველი დღე პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდება ეროვნულ პრიორიტეტებზე.

"გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან. ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები