25 სექტემბერი 2024,   18:16
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელოში შეხვედრებს მართავს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. ლევან მგალობლიშვილი სახელმწიფო რწმუნებულს, რეგიონის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრა. მან ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია დაავალა. შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები.

„მადლობა გადავუხადე მათ დევნილი მოსახლეობის გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამწუხაროდ ვერ დავინახე წალენჯიხის მერი ,ვერც წარმომადგენელი. ვიცი, რომ ბევრია იქ დევნილი მოსახლეობა და მინდა მივმართო მათ, რომ მათი პრობლემებიც იგივენაირად იქნება გაზიარებული და მიტანილი.

აქვე მინდა აღვნიშნო ზუგდიდის სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ენგურს მიღმა მოსახლეობა უნდა იყოს აქტიურ ბმაში ზუგდიდთან და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ,“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.

დღის ამბები