27 სექტემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ცნობილი ჩინელი ველომრბოლელი და ბლოგერი 31 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

ცნობილი ჩინელი ველომრბოლელი და ბლოგერი პან ხაილი, 31 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჰონგ-კონგში, დისნეილენდში, მეგობრებთან ერთად, ველოსიპედებით სეირნობდა, რა დროსაც მას სამგზავრო ავტობუსმა გადაუარა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს აცნობა, რომ, მეგობრებთან ერთად, ველოსიპედებით სასეირნოდ მიდიოდა.

დღის ამბები