28 სექტემბერი 2024,   17:16
ვრცლად
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობა მომდევნო 4 წლით ლევან ნოზაძემ დაიკავა.

ფედერაციაში საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა დღეს ჩატარდა. ფედერაციის წევრებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განხორციელებული პროგრამები განიხილეს.

ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩა.

 

დღის ამბები