28 სექტემბერი 2024,   18:10
ვრცლად
სპორტის სამინისტრომ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

სპორტის სამინისტრომ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. 25 მუნიციპალიტეტისთვის, ჯამში, 4 მილიონამდე ლარის სპორტული აღჭურვილობაა შესყიდული.

სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებს ეტაპობრივად გადაეცემა. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.

დღის ამბები