29 სექტემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" 140 ობიექტს დაარტყეს

ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბულობაა - ისრაელის საჰაერო ძალებმა, ლიბანში, "ჰეზბოლას" 140 ობიექტს დაარტყეს. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა იყო.

პარალელურად, ისრაელის პრემიერმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნასრალას მკვლელობა "დასახული მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობად" შეაფასა.

"ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც "ჰეზბოლას" წავართვით. ამიტომაც გავეცი დირექტივა – და ნასრალა ჩვენთან აღარ არის. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ დარტყმები ჩვენი მტრის წინააღმდეგ, დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა სახლებში და დავაბრუნოთ ყველა გატაცებული. ჩვენ მათ წუთითაც არ ვივიწყებთ," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები