29 სექტემბერი 2024,   14:32
ვრცლად
სოფელ სართიჭალაში რეკრეაციული ზონა მოეწყო

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ სართიჭალაში, 5 000 კვადრატულ მეტრზე, რეკრეაციული ზონა მოეწყო.

სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, სკეიტ პარკი, სატრენაჟორო სივრცე, ასევე დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სამუშაოები სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ჯამური ღირებულება 980 000 ლარს აღემატება.

 

დღის ამბები