29 სექტემბერი 2024,   23:31
ვრცლად
"გვიხარია, რომ ქვეყანას ასეთი გამარჯვება მოუტანა" - როგორ შეხვდნენ UFC-ის ქართველ ჩემპიონს გულშემატკივრები

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ოქროს ქამრის მფლობელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვა, გულშემატკივრებმა კი შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.

აეროპორტის შემდეგ, ფილარმონიამდე 20 კილომეტრი მერაბ დვალიშვილმა სპეციალური ავტობუსით გაიარა. დიდ საკონცერტო დარბაზთან კი მან გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა. სწორედ ფილარმონიასთან ქომაგობდნენ ქართველები მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლას შონ ო"მალის წინააღმდეგ. ადგილზე ბანერიც იყო წარწერით - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემპიონო."

გულშემატკივრებმა საკუთარი ემოციები "კურიერსაც" გაუზიარეს.

"ძალიან ბევრს ნიშნავს ქვეყნისთვის მერაბის გამარჯვება. ვგულშემატკივრობთ და გვიხარია, რომ ქვეყანას ასეთი გამარჯვება მოუტანა..." - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

დღის ამბები