ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ციციშვილის პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ტერიტორია მოსახლეობისთვის გახსნილია.
სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობდა. 24 600 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია 3 საბავშვო მოედანი, 2 სავარჯიშო სივრცე, სრულიად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ფურნიტურა, მოეწყო ფანჩატურები, განთავსდა ახალი სკამები და ურნები; დამონტაჟდა გარე განათებისა და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემები, დაირგო ახალი ნარგავები.
პარკი თბილისის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.