22 დეკემბერი 2024,   06:08
ვრცლად
ინდოეთში iPhone-ის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა დაიწვა

ინდოეთში, კომპანია Tata Electronics-ის ქარხანა დაიწვა, რომელიც iPhone-ის ნაწილებს აწარმოებდა. ხანძრის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების საწყობი აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მედიის ცნობით, ინდოეთის ხელისუფლება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიების დაწყებას აპირებს.

თავის მხრივ, კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ და ყველა ზომას მიიღებენ თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად.

ხანძრის შედეგად, ქარხნის მუშაობა სრულად შეჩერებულია.

დღის ამბები