30 სექტემბერი 2024,   16:11
ვრცლად
ევროკავშირმა კომპანია Meta 102 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია Meta 102 მილიონი დოლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 2019 წელს, Facebook-ის მომხმარებლების პაროლების უსაფრთხოების ხარვეზს, რამაც კონფიდენციალურობის დარღვევა გამოიწვია. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გამოძიების შემდეგ, კომპანიას 101,6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კომისიამ გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც Meta-მ მათ შეატყობინა, რომ ზოგიერთი პაროლი კომპანიის შიგნით შეუმჩნევლად ინახებოდა შიდა ტექსტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების პაროლები არ იყო დაშიფრული და კომპანიის თანამშრომლებს შეეძლოთ მათი ნახვა.

მონაცემთა დაცვის კომისრის მოადგილის გრეჰემ დოილის განმარტებით, "საყოველთაოდ მიღებულია", რომ მომხმარებლების პაროლები არ უნდა იყოს შენახული უბრალო ტექსტური ფორმით, რადგან შესაძლოა ასეთ ფაილად შენახული პაროლები "ბოროტად იქნას გამოყენებული“.

დღის ამბები