22 დეკემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ალექსეი ნავალნი საპატიმროში მოწამლეს - "ინსაიდერი"

რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საპატიმროში მოწამლეს. გარდაცვალების ოფიციალური დოკუმენტაციიდან ამოღებულია ინფორმაცია, რომ სიკვდილის წინ ოპოზიციონერს მუცლის ტკივილი, გულისრევა და კრუნჩხვები ჰქონდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინსაიდერი" ავრცელებს.

გამოცემამ ნავალნის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებულ ასეულობით დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ უწყებებმა სიკვდილის ოფიციალური ვერსიის ტექსტი განზრახ დაარედაქტირეს და სიკვდილის რეალური მიზეზი წაშალეს.

სამედიცინო დოკუმენტაციასა და პაციენტის ჩივილებზე დაყრდნობით, გამოცემა ნავალნის ფოსფორ-ორგანული ნაერთებით მოწამვლის ვერსიას განიხილავს.

დღის ამბები