02 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდება.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა ელექტრო ენერგიის მიწოდება მცხეთისა და სოფელი დიღმის აბონენტებსაც შეუწყდებათ.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, კმოსტი და მიმდებარე
სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ჩალიპირების, ვლადიმერ მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები