14 ოქტომბერი 2024,   19:14
ვრცლად
"თეირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის" - ისრაელი ირანის მისამართით საპასუხო ქმედებისთვის ემზადება

ისრაელი, ირანის მისამართით საპასუხო ქმედებისთვის ემზადება. "თეირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის" - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ირანი კი ირწმუნება, რომ თუ ისრაელის რეჟიმი არ მოახდენს "შემდეგი შურისძიების" პროვოცირებას, მისი ქმედებები დასრულდება.

გასულ ღამით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა, მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეერთებული შტატების დახმარებით შეაჩერა. თავდასხმის დროს, ქვეყნის მასშტაბით, 1800-ზე მეტი საჰაერო განგაში ამოქმედდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა ისრაელის უშიშროების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, იყო რამდენიმე დარტყმა და მიმდინარეობს ზარალის შეფასება.

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განმარტებით, მათი თავდასხმა ფოკუსირებული იყო ისრაელის უსაფრთხოებისა და სამხედრო ობიექტებზე და ეს გახლდათ პასუხი "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას და სხვების მკვლელობაზე. თავდასხმის შედეგად მიღწეულ გამარჯვებაზე გაკეთდა განცხადებები ირანის სახელმწიფო ტელევიზიით. თეირანის ქუჩებში მოეწყო საზეიმო მსვლელობაც.

პარალელურად, გამთენიისას ლიბანის დედაქალაქში, აეროპორტის მახლობლად აფეთქებები და ძლიერი დაკვამლიანება იყო. ისრაელის სამხედროების განმარტებით, მათ ბეირუთში "ჰეზბოლას" სამიზნეებს შეუტიეს.

დღის ამბები