ტაბახმელაში სპორტული კომპლექსი შენდება. დაახლოებით 8 ათასი კვ. მეტრის ობიექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნასა და საპარკინგე სივრცეს.
კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 3 800 000 ლარია და მას, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კერძო კომპანია ასრულებს.
ობიექტის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და დეპუტატები გაეცნენ.