კომპანია Apple-ი iPhone SE და iPad Air-ის განახლებული მოდელების წარმოებას მომავალი წლიდან გეგმავს - საუბარია ბიუჯეტურ მოდელებზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, განახლებული მოდელები 2025 წლის დასაწყისში გამოვა.
2022 წლის შემდეგ, ეს iPhone SE-ის პირველი განახლებაა. ბოლო განახლების დროს, Apple-მა მოდელს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა და უფრო სწრაფი A15 Bionic ჩიპი დაამატა.
iPhone-ის ეს მოდელი კომპანიას ეხმარება, საშუალო დონის სმარტფონების ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს ინდუსტრიის ლიდერებს: Samsung-სა და Xiaomi-ს.