08 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას უკვე "ერთი ფანჯრის პრინციპით" იღებენ

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას უკვე "ერთი ფანჯრის პრინციპით" იღებენ. შექმნილია ერთიანი სისტემა. მასში ჩართულია ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის.

სიახლის თანახმად, გემის ადმინისტრაცია ერთიან სისტემაში შეძლებს სათანადო დოკუმენტაციას ატვირთვას და აღარ მოუწევს ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. ამით, დროსთან ერთად, გადამზიდავი ფინანსებსაც ზოგავს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ სისტემის დანერგვით, დასრულდა ევროპული რეგულაციების აღსრულების პროცესი.

დღის ამბები