22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოქალაქეებს შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცინცაძის ქუჩაზე შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩეველი გაეცნო "ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.

დელეგატის თქმით, მოქალაქეები, ინდივიდუალური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ "ქართული ოცნების" მიმართ.

დღის ამბები