14 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
"ძალიან სამარცხვინოდ იქცევა ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთაც" - ლევან მაჭავარიანი

გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალების შესახებ, - აცხადებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომელსაც "კურიერმა" კითხვით მიმართა.

გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რომ შტაინ-მაიერმა 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა, თუმცა ვიზიტის სხვა შეხვედრებზე მათ ინფორმაცია არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა ჰქონდა, თუ მან კანონი დაარღვია - ეს კითხვა პრეზიდენტის ბერლინში გამართულ შეხვედრებზე "ქართულ ოცნებას" აქვს.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ 29 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.

"სალომე ზურაბიშვილი იმდენად მიეჩვია კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასვლას და კანონმდებლობის დარღვევას, რომ უკვე მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს და ვეღარ აღიქვამს, საქართველოში იმყოფება თუ მსოფლიოს სხვა წერტილში. მან, რა თქმა უნდა, დაარღვია გერმანიის კანონმდებლობა იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პროპაგანდა, აგიტაცია, სანამ არჩევნებამდე დარჩენილია სამი თვე. რომ არ დაერღვია, მაშინ უნდა მიემართა გერმანიის მთავრობისთვის და მიეღო სპეციალური ნებართვა. მას ეს არ გაუკეთებია. სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინოდ იქცევა ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები