04 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
რადიკალიზმის ნავში მჯდომი ზურაბიშვილი, ფანტაზიებში და პოლიტიკურ ლაბირინთებშია გახლართული - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალიზმის ნავში მჯდომი სალომე ზურაბიშვილი, ფანტაზიებში და პოლიტიკურ ლაბირინთებშია გახლართული.

მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის კარგია, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ძალიან მალე ეწურება და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

“რადიკალიზმის ნავში მჯდომი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ფანტაზიებში და პოლიტიკურ ლაბირინთებშია გახლართული. ეს ფანტაზიები მისი მხრიდან აქამდეც მოგვისმენია. “სახლობანას“ თამაშს მოვრჩეთ და დაველოდოთ არჩევნებს. კარგია საზოგადოებისთვის, რომ ამ ქალბატონისთვის საპრეზიდენტო ვადა ძალიან მალე იწურება და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ქვეყანას ეყოლება იმ სტატუსის პრეზიდენტი, რომელიც გაიზიარებს სტატუს და იქნება არა პარტიული, ზე პარტიული და ასეთი კონსტიტუციის დამრღვევი, “ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები