04 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რისკების შესახებ აშშ თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული.

„როცა აშშ-ს საელჩო, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ, ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, რაზედაც ვალდებულია თავისი მოქალაქეები გააფრთხილოს. როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია. რახან ასეა, როგორც წესი თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ამ ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვენაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება. თუ კი ის ასე არ იქცევა და ასეთი სახის ინფორმაციას არ აწვდის ხელისუფლებას, ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები