02 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
"პოლიტიკურ წესრიგს, დღეს სამწუხაროდ, სხვა ქვეყნები ადგენენ და არა ქართული ოპოზიცია" - ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულომ 45 საკითხი განიხილა, მათ შორის საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ მერიის ინიციატივა. როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში ითქვა, კიდევ ათეულობით ოჯახს დაუკანონდება სახლი, რომელშიც წლებია ცხოვრობს.

ბოიკოტის რეჟიმში რჩება საკრებულოს ოპოზიცია და დეპუტატები სხდომას არ ესწრებოდნენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული თბილისელების საკითხებით.

"უკვე მერამდენე თვეა, ოპოზიცია არ ესწრება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, არ განიხილავს არც ერთ მიმდინარე თემას და პრაქტიკულად, პარალიზებულია მათი საქმიანობა. საერთოდ არ ინტერესდებიან თბილისელების კონკრეტული საკითხებით. მე დღეს ამას გავუსვი ხაზი, რომ პრაქტიკულად საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ოპოზიცია არ გვყავს. მათ მაგივრად, პოლიტიკურ აგიტაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საელჩოები ეწევიან, იმდენად ურეიტინგო და უავტორიტეტოა ქართული ოპოზიცია, რომ თვითონაც არ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. პოლიტიკურ წესრიგს, დღეს სამწუხაროდ, სხვა ქვეყნები ადგენენ და არა ქართული ოპოზიცია საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით," - აცხადებს ოთარ გრიგოლია.

დღის ამბები