21 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სოფელში გაიზრდებიან ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც თავის სამშობლოს გამოადგებიან" - სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნეს

სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტ კომპლექსი გახსნეს. შენობა მოიცავს ას მაყურებელზე გათვლილ ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზს, ასევე ფიზიკური მომზადების და ძალოსნობის სივრცეს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი დაჯდა. სპორტ კომპლექსი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისი მერმა და სხვა მაღალჩინოსნებმა გახსნეს.

"მე სადაც გავიზარდე, იყო ძალიან რთული პირობები და ძალიან რთულ პირობებში მომიწია ვარჯიში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაციაც იყო ეს ჩემთვის. შემდეგ უკვე როცა საშუალება მომეცა, რომ ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა ფარგლებს გარეთ და პირველი ოლიმპიადა მოვიგე, რომ ჩამოვედი, მაშინ ჩაეყარა საფუძველი ამ დარბაზის მშენებლობას და ბედნიერი ვარ იმით, რომ მე შევძელი ჩემი სოფლისთვის ამის გაკეთება და ბედნიერი ვარ იმით კიდევ, რომ ჩემს სოფელში გაიზრდებიან ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც თავის სამშობლოს გამოადგებიან," - აცხადებს ლაშა ბექაური.

დღის ამბები