16 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
პირდაპირ ვიტყვი, რომ მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, თითოეული ადამიანი აცნობიერებს იმ ყველაფერს, თუ რამხელა ზეწოლის წინაშე დგას ქვეყანა - ვარლამ ლიპარტელიანი

“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი მოსახლეობაში წინასაარჩევნო განწყობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოება არის ერთსულოვანი და მათი დაკვეთაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს. ამის შესახებ განცხადება მან “დღის კურიერის“ ეთერში გააკეთა.

“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს შეხვედრები. დღის განმავლობაში დაახლოებით 5 შეხვედრასაც ვმართავთ. ძირითადი შეხვედრები საღამოს საათებშია. მოსახლეობის განწყობას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, თითოეული ადამიანი აცნობიერებს იმ ყველაფერს, თუ რამხელა ზეწოლის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პრობლემების წინაშე დგას, ვგულისხმობ გარე ძალებს. ჩვენ კარგად ვიცით, რის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, გადავხედოთ უახლოეს განვითარებულ მოვლენებს, თუნდაც როგორი შემოტევები იყო ჩვენს ქვეყანაზე, იმის გამო რომ ომის დაწყების შემდეგ სანქციები არ დავაწესეთ რუსეთთან. ის შემოტევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის პირდაპირ მოწოდებული იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს. რომ შევერთებოდით სანქციებს, ყველამ ვიცით, რა მოჰყვებოდა ამას. ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ერთი ბომბი რომ გავარდეს, ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდება და როგორი უკუსვლით წავა ის. მოსახლეობაში არის ერთსულოვნება, როგორც 2012 წელს იყო ერთობა, ზუსტად იგივე განწყობას ვგრძნობ დღესაც,“ - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

დღის ამბები