21 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
Tesla-ს კიდევ ერთი ფიასკო - კომპანია 27 000-ზე მეტ Cybertruck-ს უკან გაიწვევს

Tesla 27 000-ზე მეტ Cybertruck-ს ტექნიკური ხარვეზის გამო, უკან გაიწვევს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სიჩქარის კოლოფის უკუსვლაში გადართვის დროს, ავტომობილის უკანა ხედვის კამერა შესაძლოა არ ჩაირთოს.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს Cybertruck-ი სულ რაღაც გასული წლის ბოლოს გამოვიდა გაყიდვაში, ეს ავტომობილის რიგით მეხუთე გაწვევაა.

კომპანიამ უკვე გამოუშვა უფასო პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რათა კამერასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრას. ავტომობილის მფლობელები განახლების შესახებ შეტყობინებას, სავარაუდოდ, 25 ნოემბერს მიიღებენ.

გასული წლის ნოემბერში, Cybertruck-ის გამოშვების დღიდან, მანქანის მფლობელებს გაწვევის სერიებთან გამკლავება მოუწიათ.

ავტომობილს არაერთი ტექნიკური ხარვეზი გამოუვლინდა, რომელიც როგორც ვიზუალურ დეტალებს ასევე, შიდა დეტალებსაც ეხებოდა, მათ შორის, ბოლო გაწვევის დროს ავტომობილებს აქსელერატორის პედალი ეჭედებოდა.

დღის ამბები