04 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
“სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს გარკვეული, ბოლო პერიოდში, არცთუ დადებითი ტენდენციები“ - ლევან დავითაშვილი

“სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს არცთუ ისე დადებითი ტენდენციები,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.“

ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდის დაძაბულობა შეიცვლება და გადავა ტრადიციული კონსტრუქციულ რეჟიმში.

“ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს გარკვეული, ბოლო პერიოდში, არცთუ დადებითი ტენდენციები. ჩემი დიდი სურვილიც და მოლოდინიც არის, რომ ბოლო პერიოდის ეს დაძაბულობა შეიცვლება, გადავა ტრადიციული კონსტრუქციულ რეჟიმში და ჩვენ შევძლებთ, გავაგრძელოთ სრულფასოვანი პარტნიორობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები