04 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
ტელეკომპანია "იმედი" აშშ-ის საელჩოს მეილს ავრცელებს, სადაც ისინი თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

ტელეკომპანია "იმედი" აშშ-ის საელჩოს მეილს ავრცელებს, სადაც საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და მოერიდონ დიდი მასების შესაძლო შეკრებებს, ან საპროტესტო აქციებს.

"აშშ-ის საელჩო შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. დაუგეგმავი, სპონტანური საპროტესტო აქციები, რომელიც მოიცავდა ძალადობას, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. დიდი მასები არაპროგნოზირებადია და დაპირისპირება და ძალადობა ღონისძიების მონაწილეებს, კონტრ-დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ადამიანების დიდ ჯგუფებთან ყოფნისას. წარსულში, საპროტესტო აქციებზე, აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ და პოლიციამ დააკავა.

განსახორციელებელი მოქმედებები:

* მოერიდეთ საპროტესტო ზონებს.
* გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ მოულოდნელად დიდი შეკრებების ან საპროტესტო აქციების მიმდებარედ აღმოჩნდით.
* აწარმოეთ ადგილობრივი მედიის მონიტორინგი ინფორმაციის განახლებისთვის.
* ინფორმირებული იყავით თქვენს გარემოცვასთან დაკავშირებით.
* იყავით თავშეკავებული“, - წერია "იმედის" მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

წყარო: ტელეკომპანია “იმედი“

დღის ამბები