04 ოქტომბერი 2024,   19:25
ვრცლად
“ორმხრივ ურთიერთობებში ასეთი ქარდებით საუბარი არ არის მიღებული, მაგრამ ქარდების შინაარსსაც გააჩნია“ - გია ვოლსკი

ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერი, სადაც აღნიშნულია, რომ - “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ - პოლიტიკური შეფასებების საგანია. უმრავლესობაში აღნიშნულ ფრაზას რამდენიმე ქვეყნის მაგალითით პასუხობენ და ამბობენ, რომ არის ქვეყნები, სადაც ოპოზიციის აკრძალვის მაგალითები არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას“ სამართლებრივი გზისთვის არასდროს გადაუხვევია.

“ორმხრივ ურთიერთობებში ასეთი ქარდებით საუბარი არ არის მიღებული, მაგრამ ქარდების შინაარსსაც გააჩნია. მაგალითად, დღეს ვკითხულობთ, რომ დემოკრატიებში ოპოზიციას არ ასამართლებენ და დემოკრატიის შუქურად აღიარებულია სააკაშვილი. იმდროინდელი ხელისუფლება, ეს იყო ორგანიზაცია, პარტიულად წოდებული ორგანიზაცია, რომელიც აწამებდა, ხვრეტდა ადამიანებს და იყო სადისტური და ნაცისტური რეჟიმი. თუმცა, არც მისი აკრძალვა არ მოხდება, რასაკვირველია, კონსტიტუციის დარღვევით ან სასამართლო სისტემის გავლის გარეშე. ამ ორგანიზაციამ თავი გამოიჩინა ბოლო პერიოდში აჯანყებების, რევოლუციური პროცესების განვითარების ორგანიზებით. რასაკვირველია, ქართულ ოცნებას სამართლებრივი გზისთვის არასდროს გადაუხვევია. ოპოზიციის აკრძალვის მაგალითები ვნახეთ ჩვენ უკრაინაში და ასევე მოლდოვაში. ოპოზიციასაც გააჩნია, რასაკვირველია, მაგრამ ასეთი მაგალითები საქართველოში არ ყოფილა, არჩევნები გადაწყვეტს ყველაფერს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები