04 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
ესენი არიან ხელოვნური დაჯგუფებები, რათა შეიქმნას ერთგვარი დიდი კოალიციის შექმნის ილუზია - ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე

ოზურგეთში, გიორგი გახარიას პარტიის სიის მეოთხე ნომერმა პარტია დატოვა. ამის შესახებ ირაკლი ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს. “2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში “გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია! ამიტომ დღეს ვტოვებ პარტიას,- წერს ირაკლი ჩხაიძე.

პასუხად გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ ირაკლი ჩხაიძესთან წლებია ურთიერთობა არ აქვთ და ის პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პარტია “საქართველოსთვის“ “ფეისბუქ“ გვერდზე იძებნება პროპორციული სიის პირველი ათეული, რომელშიც ირაკლი ჩხაიძე მეოთხე ნომერია.

“რეალურად, არც ერთი არ არის პარტია. ესენი არიან ხელოვნური დაჯგუფებები, რათა შეიქმნას ერთგვარი დიდი კოალიციის შექმნის ილუზია. მაგრამ, ეს იმდენად ხელოვნური იყო, თვალსა და ხელს შუა ხდება ამ ყველაფრის ჩამოშლა. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენი ოპოზიციის რეალურ ცხოვრებას ასახავს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები