04 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს - ვილი სანიოლის გუნდი ოქტომბერში უკრაინას და ალბანეთს დაუპირისპირდება

კიდევ უფრო მეტი, ახალი გამარჯვებების მოლოდინში. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ოქტომბერში უკრაინას და ალბანეთს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩების წინ, პრესკონფერენცია გამართა და მეტოქეების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პირველი მატჩი 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, პოზნანში შედგება. ალბანეთთან კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას კი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი უკვე 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის არენაზე შეეცდება.

საქართველოს ნაკრებში მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი მოემზადება. დებიუტანტი ერთია - გიორგი გულიაშვილი ეროვნული გუნდის მაისურით პირველ მატჩს გამართავს. შემადგენლობაშია გიორგი გოგლიჩიძე, რომელსაც დებიუტი ერთი თვის წინ, ჩეხეთთან მატჩში ჰქონდა. სანაკრებო სიის მიღმა ირაკლი აზაროვი დარჩა.

სანიოლის გუნდი მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. უკრაინასთან მატჩის შემდეგ, 12 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება და ალბანეთთან შეხვედრისთვის მოემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები