05 ოქტომბერი 2024,   02:16
ვრცლად
American Airlines-ის რეისის მგზავრებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც პარტნიორ ქალს აგრესიულად ეპყრობოდა

American Airlines-ის რეისის მგზავრებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც პარტნიორ ქალს აგრესიულად ეპყრობოდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი მაიამიდან ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინაში მიფრინავდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პირველი კლასის მგზავრს რამდენიმე მამაკაცი აკავებს.

სავარაუდოდ, მამაკაცი ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მგზავრებმა შეამჩნიეს და ინციდენტი აღკვეთეს. ამისათვის კი მამაკაცი დააკავეს.

თავის მხრივ, მამაკაცი ამტკიცებდა, რომ არა ის იყო მოძალადე, არამედ პირიქით, ქალმა იძალადა მასზე.

სამხრეთ კაროლინაში, შარლოტში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე ოფიცრები ავიდნენ და აგრესიულად განწყობილი მამაკაცი ჩაიყვანეს. ამ ეტაპისთვის უცნობია დააკავეს თუ არა ის.

დღის ამბები