07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
“სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ეს ემსგავსება ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის“ - მილორად დოდიკი

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, აცხადებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. ეს განცხადება მილორად დოდიკმა გერმანულ გამოცემა “ველტ-ვოპხესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პოლიტიკოსი, რომელსაც ხშირად პრორუს ლიდერად მოიხსენიებენ, აცხადებენ, რომ ევროპაში კონფლიქტი გაფართოვდა და მისი ქვეყანა ამ პროცესის მონაწილე მხარე არ გახდება.

“ვხედავთ, რომ ომი არ ცხრება. პირიქით, ფართოვდება და მძაფრდება. დასავლეთიდან იარაღს მიწოდება იზრდება. ახლა გვესმის რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე მიწოდებული რაკეტებით დარტყმების ნებართვების შესახებ. ახლა აღარავინ ახსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი და საერთოდ რატომ არსებობს ეს კონფლიქტი.

მახსოვს, როდესაც კანცლერი შოლცი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამბობდა, რომ დიახ, გერმანია დაეხმარება უკრაინელებს, საბნებითა და არალეტალური იარაღით. ახლა ვხედავთ, რომ ნარატივი კოორდინირებულად შეიცვალა.

სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ეს ემსგავსება ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის. უკრაინა კი ამ პროცესში გვერდითი უარყოფითი მოვლენაა. იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც გმობს ომს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარე უნდა ვიყოთ, ან ამის ნაწილი გავხდეთ. ამერიკა უბიძგებს ევროპას დახარჯოს მთელი რესურსი ამ ომში“, - განაცხადა მილორად დოდიკმა.

დღის ამბები