07 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
“სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისგან “კონსტიტუციის დარღვევის ინდულგენცია“ აქვს მიღებული. შალვა პაპუაშვილი “რადიკალური ოპოზიციასა“ და პრეზიდენტს შორის არსებულ ერთგვარ გარიგებაზე საუბრობს.

“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იმპიჩმენტი არ შედგა არის ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ რისთვისაც - ვნახეთ, რომ შემდეგ, ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო გარიგების ნაწილი და ვხედავთ, ახლა როგორ იქცევა ის ამ პროცესში. ეს არის იმ გარიგების ნაწილი, რომლის საფუძვლადაც მას მიეცა დაუსჯელობის გარანტია რადიკალური ოპოზიციისგან. მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და პარლამენტამდე როცა მოვა, ვინაიდან დღეს “ქართულ ოცნებას“" არ აქვს 100 მანდატი, მას ექნება აბსოლუტური ინდულგენცია კონსტიტუციური დარღვევებისთვის.

ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რასაც სჩადის ქალბატონი სალომე, ის, გარკვეულწილად, რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის - ერთი - ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის, როგორც ნახეთ; მეორე - ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რომელიც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა და მესამე - ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე დარღვევაა. პრინციპში, მეოთხე დარღვევაა, როდესაც საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატიც მან უნდა დაასახელოს. 52-ე მუხლი ხომ დაარღვია ვიზიტებთან დაკავშირებით და 56-ე მუხლსაც არღვევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას და არა პრეზიდენტს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები