07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
“მზად ვართ კონსულტაციებისთვის როგორც წარსულში, ასევე დღეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთავარი სწორება ახლა იყოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“ - თეონა აქუბარდია

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

რაც შეეხება განწყობებს ოპოზიციაში - ქარტიის პუნქტებზე, განსხვავებული ხედვა ისევ აქვს გიორგი გახარიას გუნდს, რომელმაც შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტს კვლავ არ უერთდება “გირჩი“, სადაც აცხადებენ, რომ ახლა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი სულ მცირე არასერიოზულია

“ტექნიკური მთავრობა, რომელიც გამოსავლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე მაშინ, როდესაც ჩვენი ამოცანა ევროპული კურსის დაცვასთან ერთად არის არც “ნაციონალური მოძრაობის“ და არც “ქართული ოცნების“ მობრუნების შესაძლებლობა. მზად ვართ კონსულტაციებისთვის როგორც წარსულში, ასევე დღეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთავარი სწორება ახლა იყოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე,“ - აცხადებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ პარტია პრეზიდენტის შემოთავაზებას მიიღებს.

“ჩვენ მივიღებთ ქალბატონი პრეზიდენტის შემოთავაზებას კონსულტაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამ წუთის მდგომარეობით არის 26 ოქტომბრის საღამოს 20:00 საათზე ოპოზიციის გამარჯვება. სწორედ ამის შემდეგ მიგვაჩნია ჩვენ უფრო მიზანშეწონილად მათ შორის მომავალი მთავრობის ფორმირებაზე საუბარი,“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები