07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
“როდესაც დააპირებენ რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, საკუთარ თვალში მოძებნონ არის თუ არა იქ დირე“ - შალვა პაპუაშვილი

“როდესაც დააპირებენ რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, საკუთარ თვალში მოძებნონ არის თუ არა იქ დირე,“- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც ბანერებს აღმაშფოთებელი უწოდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს დიპლომატის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევაა.

“რაც შეეხება ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც მან “აღმაშფოთებელი,“ “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს, არის ასევე ფარისევლურიც მისი განცხადება, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოთებელი არ უწოდა “ფეკჩეკის“ თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას, რადგან “ფეკჩეკის“ ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან სამარცხვინო არ უწოდა “სირცხვილიას“ თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებთან რეკვას, მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, რადგან “სირცხვილია“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან შემზარავი არ უწოდა “ჯემნიუსის“ ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, თუკი ბანერებზე ვსაუბრობთ, სადაც ის 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, რადგან “ჯემნიუსი“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამიტომ, როცა დააპირებენ სხვები, ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა იქ დირე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები