07 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
“საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!“ - მამუკა მდინარაძე

“საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!“ - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახლა აღძრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა და მოამზადოს ახალი კონსტიტუციური წარდგინება.

“სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა.

ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს - ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა.

საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!
პ. ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის…

პირიქით!!!
მხოლოდ მშვიდობით!
მხოლოდ ღირსებით!
მხოლოდ კეთილდღეობით!
მხოლოდ ევროპისკენ!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები