07 ოქტომბერი 2024,   17:43
ვრცლად
P Diddy-ს დედამ დუმილი დაარღვია - ჯენის კომბსი შვილის დაკავების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს

შონ კომბსი, იგივე P Diddy ექსპლუატაციასა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებით 16 სექტემბერს დააკავეს. შვილის დაკავების შემდეგ P Diddy-ს დედამ - ჯენის კომბსმა პირველი განცხადება გაავრცელა.

“მე თქვენთან მოვედი როგორც დედა, რომელიც ჩემი შვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო დაცარიელებული და ღრმად დადარდიანებული ვარ,“ - აღნიშნა მან.

 

Diddy gives mom Janice Combs a $1 million birthday check

 

“სულის შემძვრელია ვხედავდე, ჩემს შვილს როგორ სდებენ ბრალს არა სიმართლეზე, არამედ იმ ნარატივით, რომელიც სიცრუეზე არის აგებული. იყო მოწმე იმისა, რომ ჩემს შვილს საჯაროდ ადანაშაულებენ მანამ, სანამ ექნება საშუალება დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ეს არის აუტანელი ტკივილი, რომლის სიტყვებით გამოხატვაც შეუძლებელია. როგორც ნებისმიერი ადამიანი, ჩემი შვილიც იმსახურებს შესაძლებლობას, რომ მოჰყვეს საკუთარ თავზე და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს,“ - აცხადებს შონ კომბსის დედა.

ჯენის კომბსის განცხადებით, მას ესმის, რომ მისმა შვილმა წარსულში შეცდომები დაუშვა. საუბარია CNN-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ კადრებზე, სადაც P Diddy მეგობარ გოგოს კასანდრა ვენტურას ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში სასტიკად უსწორდება.

“რადგანაც კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ ვსაუბრობ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი ყველა იმ შემზარავ ბრალდებაშია დამნაშავე, რაც მის წინააღმდეგ არის წაყენებული,“ - აცხადებს P Diddy-ს დედა.

როგორც ცნობილია, P Diddy-ს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. კომბსი, სასამართლოს დაწყებამდე ბრუკლინის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება. მას ორჯერ ეთქვა უარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე.

შონ კომბს ბრალი ედება 120 მსხვერპლზე სექსუალურ ძალადობაში, რომელთაგანაც მსხვერპლთა ადვოკატის ტონი ბაზბის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის დროს 25 არასრულწლოვანი იყო, ერთ-ერთი კი 9 წლის. ადვოკატის თქმით, ჰიპ-ჰოპ მაგნატმა 9 წლის ბიჭზე მაშინ იძალადა, როდესაც ბიჭი ახალი ალბომის ჩასაწერად, ხმის ჩამწერ სტუდიაში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მივიდა.

გასულ კვირას, P Diddy-ს ერთ-ერთმა ადვოკატმა - ერიკა ვულფმა, განაცხადა, რომ შონ კომბსი “კატეგორიულად უარყოფს“ მის მიერ წაყენებულ ბრალდებებს. კომბსის იურისტთა გუნდის განცხადებით, მას არ შეუძლია ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხოს, და მედია “უგუნურ ცირკად“ მოიხსენია.

“მისტერ კომბსი იმედოვნებს, რომ შეძლებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას და გაიმართლოს თავი სასამართლოზე, სადაც ჭეშმარიტება მტკიცებულებებით იქნება დადგენილი და არა სპეკულაციით,“ - თქვა ადვოკატმა.

წყარო: Mirror

 

ნახეთ ასევე: რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

P Diddy-ის ასობით ბრალდებას შორის არის 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეც - რა ახალი დეტალები გაასაჯაროვა ადვოკატმა 

 

დღის ამბები