21 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სახელმწიფო კონსერვატორიაში, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულის, მუსიკოსის, არტისტის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიურ ნაწარმოები orchestral No.1 შესრულდება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოზე, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულის, მუსიკოსის, არტისტისა და კომპოზიტორის, ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები - orchestral No.1 შესრულდება.

"ჩემთვის მუსიკა გამოხატავს ემოციას, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ეს ის მომენტია, როცა მინდა რამის თქმა, მაგრამ სიტყვებით ვერ ვხსნი და ამას მხოლოდ მუსიკით ვახერხებ. Berklee-ის წარმატებით დამთავრება მეამაყება, ახლა კი განსაკუთრებით ველოდები ჩემს დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში", - ამბობს ლიზა ჩხაიძე.

კლასიკური მუსიკის საღამოს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს. საღამოზე შესრულდება მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის "იმიჯი", ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი "მეფე დავითის ოპერიდან", არია გუნდთან ერთად "მეფე დავითის ოპერიდან" და მხედრული.

ღონისძიებას არანჟირებას გაუწევენ: ედუარდ ისრაელოვი, ავთო მამაცაშვილი, გიორგი აფრიამაშვილი.

კლასიკური მუსიკის საღამო 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო  კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

დღის ამბები