21 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ამნისტირებულმა პატიმრებმა ციხეების დატოვება დაიწყეს - 17 სექტემბერს დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი ათი დღის შემდეგ მოაწერა

ამნისტირებულმა პატიმრება ციხეების დატოვება დაიწყეს.

25 წლის მარიამს, საპატიმროს დატოვების შესახებ ახალი ამბავი მსჯავრდებული ქალების ღონისძიების დასრულების შემდეგ უთხრეს.

ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა მურად ჰუსეინოვიც, რომელმაც შვილები 5 წლიანი ლოდინის შემდეგ პირველად ნახა. ჰუსეინოვის მსგავსად, საპატიმროს დატოვება და ოჯახთან ვადაზე ადრე შეხვედრა დღეს არაერთმა პატიმარმა მოახერხა.

ამნისტია მმართველი გუნდის ინიციატივაა. შალვას პაპუაშვილის თქმით, მსჯავრდებულები საპატიმროებს უფრო ადრე დატოვებდნენ, სალომე ზურაბიშვილს რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ამნისტიაზე ხელი დროულად მოეწერა.

რატომ არ დაუჭირეს მხარი ამნისტიას, ამაზე ოპოზიციას დღეს საუბარი არ სურს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჰუმანურ აქტს, არჩევნების მოახლოებას უკავშირებენ.

ოპონენტებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამნისტიის მხარდაჭერაზე უარი, საზოგადოებას მათ განწყობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს.

ამნისტია პარლამენტმა 17 სექტემბერს დაამტკიცა. მმართველი გუნდის მიერ არაერთი მოწოდების მიუხედავად, დოკუმენტს ხელი სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 10 დღის შემდეგ მოაწერა. ამნისტიის შედეგად საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, 5000-ზე მეტ მსჯავრდებულს კი ინიციატივა ეტაპობრივად შეეხება. ამნისტია ეხება 7 000 პრობაციონერსაც.

დღის ამბები