09 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტი გრძელდება - "ნიჭიერის" მესამე ეპიზოდში მაყურებელმა ემოციური, სახალისო და ექსტრემალური ნომრები იხილა

სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტი გრძელდება - ემოციური გამოსვლების გარდა, "ნიჭიერის" მესამე ეპიზოდში მაყურებელმა სახალისო და ექსტრემალური ნომრებიც იხილა. ცნობილი ტიკ-ტოკერის ეპატაჟური გამოსვლა, სულგუნით დამყარებული მსოფლიო რეკორდი და შიშისმომგვრელი ნომერი - მეგაპროექტის მესამე ეპიზოდი სოციალურ ქსელებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა.

11 წლის შემდეგ "ნიჭიერის" დიდ სცენაზე დაბრუნებულმა მოცეკვავემ, დარბაზის და ჟიურის ოვაცია დაიმსახურა, ყველა მონაწილისთვის საოცნებო ოქროს ღილაკი მოიპოვა და ნახევარფინალშიც გადავიდა. ანა სართანიას გამოსვლა, განსაკუთრებით ემოციური კულისებში მყოფმა დამ გახადა - 21 წლის ნახევრაფინალისტმა დარბაზის გულის მოგება ცეკვის ახალი მიმდინარეობით შეძლო.

მთელი დარბაზი ააცეკვა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ადიტია რაუგამანმა. მაიკლ ჯექსონის ფანმა ლეგენდარული მომღერლის ცნობილი მუსიკა შეასრულა. ჟიურის 5 "კი" ვერ დაიმსახურა, თუმცა მონაწილისთვის მსმენელისგან მიღებული სიყვარულიც საკმარისი აღმოჩნდა.

მეგაპროექტის მესამე ეპიზოდი მსოფლიო რეკორდითაც გამოირჩეოდა - 26 წლის იაკობ აბშილავამ, ოჯახის ფერმის ყველით საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. რეკორდსმენმა ჟიურის 5 "კი" დაიმსახურა.

მეგაშოუს მე-11 სეზონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებსაც ვხვდებით. მონაწილემ ლას-ვეგასიდან, მეგაპროექტის წამყვანის დახმარებით სახიფათო ნომერი შეასრულა. ანდრიუ სტენტონი, შიშისმომგვრელი და შთამდეჭდავი შესრულებით, ჟიურიმ შემდეგ ტურში გადაიყვანა.

ცნობილი ჰიტის შესრულებამ ახალგაზრდა მომღერალს შემდეგი ტურისკენ გაუკვალა გზა. ცოტნე ბარბაქაძემ ნიჭიერის დიდ სცენაზე გამოსვლა ემიგრაციაში მყოფ ბებიას მიუძღვნა, რომელიც 15 წელია არ უნახავს. ჟიურის 5 "კის" შემდეგ, მუსიკოსმა სიხარული ბებოს გაუზიარა.

დარბაზის განსაკუთრებული ოვაციები, სცენაზე ერთ-ერთი მონაწილის ეპატაჟურ გამოჩენას მოყვა. ტიკ-ტოკერი გაგი გაგო მაყურებლის წინაშე სახალისო ნომრით წარსდგა. შექმნილი მხიარული განწყობის მიუხედავად, ჟიურის აზრი ორად გაიყო, თუმცა, დარბაზის ოვაციებიდან გამომდინარე ტიკ-ტოკის ვარსკვლავი შემდეგ ტურში მაინც გადაიყვანეს.

ყველაზე რეიტინგული, შთამბეჭდავი, ეპატაჟური მეგაპროექტი მაყურებელს მომდევნო ეპიზოდში კიდევ უფრო მეტ სანახაობას პირდება. ნიჭიერის მე-11 სეზონი უკვე სამი კვირაა, სოციალურ ქსელში მაყურებლის უპრეცედენტო რაოდენობით რეკორდებს ხსნის. მეგაპროექტის ნახვა მაყურებელს ყოველ სამშაბათს, "კურიერის" დასრულებისთანავე შეუძლია.

დღის ამბები