10 ნოემბერი 2024,   00:11
ვრცლად
ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა და დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას. შენობა 120-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, ის სრულად განახლდა და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

 

დღის ამბები