11 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ფლორიდაში დამანგრეველ ქარიშხალს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

ფლორიდაში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან. სტიქიას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტატის 14 ოლქში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება.

უშიშროების საკითხებში სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაზარალებულების ნაწილს მაშველებისგან დახმარების მიღება მედიით გავრცელებული ფეიკ ინფორმაციის გამო არ სურთ. გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ დაზარალებულებს სახელმწიფო კუთვნილ მიწის ნაკვეთებს წაართმევს.

მაშველებმა დატბორილი სახლებიდან 340 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

წინასწარი მონაცემებით, შტორმის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები