11 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძე - კიდევ ერთი ვარსკვლავი ამბასადორთა რიგებში

გიორგი ჩაკვეტაძე betlive-ის ამბასადორი გახდა.

betlive - როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი, აგრძელებს ზრუნვას ქართულ სპორტზე და ახალგაზრდა ქართველი ათლეტების განვითარებაზე. რის შედეგადაც კომპანიის ამბასადორთა რიგებს, მორიგი გამორჩეული ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა.

გიორგი ჩაკვეტაძისა და betlive-ის კოლაბორაცია SMH sports-თან პარტნიორობით შედგა.

25 წლის შემტევი ნახევარმცველი, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ წევრად ჩამოყალიბდა. ჩაკვე ვარსკვლავია, რომელმაც ნაკრების მაისური 31 მატჩში მოირგო და გულშემატკივარს არაერთი გასაოცარი მოგონება უსახსოვრა.

ისევე, როგორც ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე, UEFA-ს ერთა ლიგაზეც „ჯვაროსნები“ ახალი სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობენ და კომპანია betlive დასაწყისიდანვე ამ დიდი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი კი სწორედ გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "უოტფორდისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელსაც ჩაკვე სანაკრებო და საკლუბო დონეზე აჩვენებს, თუმცა გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინ არის.

 

 

(R)

დღის ამბები