11 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვების აუცილებლობაზე.

"ჩვენი მიზანია ჩვენი სათქმელი გლდანის რაიონის თითოეულ მცხოვრებთან მივიტანოთ და ამ პროცესში გავიგოთ მათი საჭიროებები, ასევე, მათთან ერთად განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები