11 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ოთხჯერ ნაკლებ დროში, 8-9 წუთში არის შესაძლებელი ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა" - ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა 8-9 წუთშია შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, საავტომობილო მონაკვეთი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებს.

"გვირაბების ჯამური სიგრძე 4 კილომეტრამდეა, 6 კილომეტრამდე გვირაბების სიგრძე, ყველაზე გრძელი გვირაბი და ხიდი ერთ კილომეტრს აღემატება.
როგორც ყველა ჩვენი პროექტი, ბათუმის ახალი შემოვლითი გზაც სრულად აკმაყოფილებს ყველა საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს.

დაახლოებით, ოთხჯერ ნაკლებ დროში, 8-9 წუთში არის შესაძლებელი აღნიშნული 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები