11 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
"ჩვენ ყველა თამაშზე თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი" - ბუდუ ზივზივაძე

5 საათზე ნაკლები მატჩამდე - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. თამაში ქალაქ პოზნანში იმართება. სტადიონზე, დაახლოებით, 10 000 გულშემატკივარს ელოდებიან. საქართველოს ნაკრების ქომაგები უკვე იკრიბებიან - ისინი სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

მატჩის შესახებ მოლოდინებზე ეროვნული ნაკრების წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

"უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული ეცდებიან, რომ პირველი ქულები მაინც დააგროვონ ერთა ლიგაზე, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ვეცდებით, რომ ის ლიდერობა, რაც გვაქვს ჯგუფში, კიდევ უფრო გავამყაროთ და ამ ორ თამაშშიც მივაღწიოთ წარმატებას," - აცხადებს ბუდუ ზივზივაძე.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები